კომპანია The Getaway Foundation-ი მომავლის ხომალდი-სასტუმროს შექმნას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც კოსმოსში მოგზაურობა იქნება შესაძლებელი. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასტუმრო მზად 2025 წელს იქნება და პირველ კოსმოსურ მოგზაურობას 2027 წლისთვის დაიწყებს.აღსანიშნავია, რომ კოსმოსური მოგზაურობა დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და მსურველებს კოსმოსში ერთხელ გასეირნებისთვის 250 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა მოუწევთ.ამასთან, როგორც ცნობილია სასტუმროს ნომრები სტანდარტული სასტუმროების მსგავსად იქნება მოწყობილი, თუმცა, მისი ფანჯრებიდან დედამიწისა და კოსმოსის დანახვა იქნება შესაძლებელი. სასტუმროში განთავსებული იქნება უამრავი გასართობი და სათამაშო ზონა, რათა მისმა მგზავრებმა არ მოიწყინონ.