20:27
11 დეკემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
როგორი იქნება ხიდი, რომელიც "მზიურს" ვერეს ხეობის მეორე ნაპირს დაუკავშირებს
15-11-2019

მდინარე ვერეს ხეობის მეორე ნაპირიდან, კერძოდ, სიმონ ჩიქოვანის ქუჩიდან, „მზიურის“ პარკის მიმართულებით  საფეხმავლო ხიდი მოეწყობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.  ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

კერძოდ, კონკურსში შპს „ნს სტუდიომ“ გაიმარჯვა. მის გარდა, ტენდერში კიდევ ორი კომპანია შპს „ატელიე არქიტექტსი“ და,,საქგზამეცნიერება" მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტენდერი 16 აგვისტოს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 111 ათას 100 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული კომპანიის მიერ წარდგენილი თანხაც  111 ათას 100 ლარს შეადგენს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები