იუსტიციის სახლთან შესაძლოა, იახტკლუბი მოეწყოს. პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. საუბარია, 3 სართულიან შენობაზე, რომელსაც მიწისქვეშა ავტოსადგომიც ექნება.კომპლექსის პირველ სართულზე განთავსდება: მთავარი შესასვლელი, დაცვის ოთახი, იახტ კლუბი, დირექციის, მაშველების ოთახი, მეორე სართულზე იქნება - ტურისტული საგამოფენო დარბაზი; მესამე სართულზე კი კლუბის მოწყობაა დაგეგმილი. ამასთან, მშენებლობის პროექტის გათვალისწინებით მდინარე მტკვრის პირას მდებარე პანდუსზე, დენდრობაღი გაშენდება. ცნობისთვის, იახტკლუბის მოწყობას ტერიტორიაზე შპს (შეპესე) „პრემიერ პარკი“ გეგმავს.