23:44
23 ნოემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
როგორი იქნება განახლებული თბილისის სატელევიზიო ანძა
13-12-2018

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტს მოსახლეობა შეარჩევს.

მისი თქმით, ესტონურმა კომპანიამ „კოკო არქიტექსტიმ“ ანძის მოდერნიზაციის რამდენიმე პროექტი შეიმუშავა, ხოლო მერიამ სპეციალისტებთან ერთად ორი აარჩია. ამ ორიდან კი ერთს მოსახლეობა ინტერნეტის მეშვეობით თავად შეარჩევს.
კალაძის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას, რომელიც 300 ათას დაინტერესებულ პირზე იქნება გათვლილი. ტერიტორიაზე ასევე არის შესაძლებლობა, რომ რესტორანი და გადასახედი მოეწყოს.

ცნობისთვის, პროექტის განხორციელება დაახლოებით, 10 მილიონი ლარი დაჯდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები