აჭარის მთავრობა პეტრას ციხის ტერიტორიის რეაბილიტაციას გეგმავს. მათი ცნობით, ტერიტორია მალე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად გადაიქცევა.
სამუშაოების შედეგად, ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, კაფე, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი.