16:18
9 აპრილი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
როგორი იქნება და რომელი კომპანია აშენებს ვარკეთილში მულტიფუნქციურ სპორტულ ცენტრს
20-02-2020

ვარკეთილში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო. თბილისის მერის განცხადებით, ცენტრის მშენებლობა დაახლოებით, 12 მილიონი ჯდება, სამშენებლო სამუშაოების დასრულება კი 2021 წლის ზაფხულში იგეგმება. მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სივრცე 15 ათას კვ. მ ფართობს მოიცავს და პროექტის დასრულების შემდეგ, ის თვის განმავლობაში 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის; ტანვარჯიშის დარბაზი; ასევე ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; საკონფერენციო დარბაზი; ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე; მიწისქვეშა პარკინგი და სხვა.

კომპლექსს შპს „ალიანსი“ ააშენებს. კომპანია 2020 წელს არის რეგისტრირებული, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თეიმურაზ კანკავაა. „ტენდერების მონიტორინგის“ მიხედვით, კომპანიამ 105 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 33%-ში გამარჯვებულად გამოცხადდა, 57% კი წააგო. მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 72 მილიონ 610 ათას 908 ლარს, საბაზრო ღირებულება კი 58 მილიონ 7 ათას 538 ლარს.

AutoPlay
თურქეთმა ლიმონის ექსპორტი შეზღუდა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
WSJ: Amazon-ი გაზრდილი შეკვეთების გამო საწყობებში დამატებით 100 000 ადამიანს ასაქმებს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ტრამპის მუქარის შემდეგ, ინდოეთი მთელ რიგ პრეპარატებზე, მათ შორის პლაქვენილის ექსპორტზე აკრძალვას მოხსნის
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ერთ თვეში სავალუტო რეზერვები 38 მლნ დოლარით შემცირდა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
TOP-10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები