06:57
23 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რა დაუჯდება ბილ გეითს ახალი, წარმოუდგენლად მდიდრული უზარმაზარი იახტა, რომლის მშენებლობაც 4 წელიწადში დამთავრდება
14-02-2020

Microsoftის დამფუძნებელმა და მსოფლიოში რიგით მე-2 უმდიდრესმა ადამიანმა, ბილ გეითსმა ჰოლანდიურ კომპანია Sinot-ს სუპერიახტის - Aqua-ს მშენებლობა შეუკვეთა, რომელიც 644 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდება. ამ ინფორმაციას The Guardians-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იახტის მშენებლობა 2024 წლისთვის დასრულდება. მისი სიგრძე 112 მეტრი იქნება და ერთჯერადად 6 ათას 35 კილომეტრის გავლა შეეძლება. იახტა ერთ საათში 31 კილომეტრის დაფარვას შეძლებს. Aqua-ზე უმაღლესი დონის ნომრები, ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი, სავარჯიშო დარბაზი და საცურაო აუზი მოეწყობა. იახტაზე განთავსებული ნომრები 14 სტუმრისა და ეკიპაჟის 31 წევრისთვის იქნება საკმარისი.

როგორც ცნობილია, იახტა ეკო-მეგობრული იქნება და მთლიანად წყალბადის საწვავზე იმუშავებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები