ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შანდუნის პროვინციის ქალაქ ცინდაოსთან ახლოს ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტის მშენებლობა დასრულდა.ცინდაო იაოდონგის საერთაშორისო აეროპორტი - ასე ეწოდება თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ აეროპორტს, რომელსაც ზღვის ვარსკვლავის ფორმა ექნება.
CNN-ის ინფორმაციით, აეროპორტის მშენებლობა ჯამში 41 მილიარდი იუანი ანუ 5 მილიარდ 800 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა და მისი მთლიანი ფართობი 3 ათას 66 ჰექტარია. აეროპორტი დაკავშირებული იქნება რკინიგზასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რაც ქალაქამდე გადაადგილებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.