საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ 729 მილიონ 700 ათასი ლარით არის განსაზღვრული. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. ამასთან პროექტის მიხედვით, ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი მომავალ წელს 2,63 ნიშნულთან იქნება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოპოზიციას. მათი განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტის მთავარი გამოწვევა ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, ასევე შიდა და საგარეო ვალის მატებაა. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს რომ 2019 წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართუილების ხარჯები მცირეა. არჩვაძის განცხადებით, პენსიის 20 ლარით ზრდა არსებული ინფლაციის პირობებში არასაკმარისია.ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს პარლამენტი დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს. მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მასში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები.