როგორი ავტომობილებისთვის იქნება სავალდებულო ტექდათვალიერება 1-ელი ოქტომბრიდან? - Palitra News

როგორი ავტომობილებისთვის იქნება სავალდებულო ტექდათვალიერება 1-ელი ოქტომბრიდან?

2018-09-04 11:43:34+04:00

1-ლი ოქტომბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება. კერძოდ, ინსპექტირება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სანტიმეტრი ან მეტია.შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა. ამასთან, მსუბუქი და მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებისთვის ტექდათვალიერების ღირებულება 60, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის 100 ლარი ღირს.