4 იანვარს, საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით თბილი ამინდი იქნება. ამის შესახებ საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ხვალ, დღის ბოლოდან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, თოვლის სახით, იქნება მცირე ნალექი. როგორც სინოპტიკოსებმა განმარტეს, 4 იანვარს ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12-17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსი იქნება.