26 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი, უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. 26-27 აპრილიდან კი ტემპერატურა თანდათან მოიმატებს და ნალექიც შეწყდება. სააღდგომოდ უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც მოიმატებს. 21 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ზოგან ნისლი იყოს, მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ხოლო დასავლეთ საქართველოში ზოგან დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.