სინოპტიკოსები ახალი წლისთვის თბილისში თოვლს არ ელოდებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას თქმით, დღეის მდგომარეობით თოვლი მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი.მისივე ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 26 დეკემბრამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება მთელს საქართველოში, მაღალ მთაში თოვლი, ხოლო ბარში ნალექი წვიმის სახით იქნება.გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში აცხადებენ, რომ 27 დეკემბრიდან დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა, ღამის საათებში ყინვა არის მოსალოდნელი.