რუსეთ-საქართველოს ომის გმირს, 34 წლის რუსლან გოგოლაძეს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.სამხედროს განცხადებით, მას დახმარება 2016 წელს შეუწყვიტეს, მიზეზად კი ელექტროენერგიის მაღალი საფასურის ყოველთვიური გადახდა დასახელდა. რუსლან გოგოლაძე ოზურგეთში, ბებიას სახლში ცხოვრობს და ბოლო 4 წელია სავარძელს არის მიჯაჭვული, ჯანდაცვის სამინისტრო კი რეაბილიტაციის კურსის დაფინანსებაზე უარს ეუბნება. ოჯახი 180 ლარიან სახელწიფო პენსიას იღებს, რაც საკვებზეც არ ყოფნით. რუსლან გოგოლაძის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდნენ ქართველ მებრძოლთან სოც მუშაკები, მოგვიანებით სააგენტომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოჯახი სარგებლობს პენსიით და სოციალური პაკეტით და მათი მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 12500 ლარით დაფინანსდა. ახლა კი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესწავლა ახალი მეთოდოლოგიით მოხდება.