14:25
19 სექტემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
როგორ ვიყიდოთ სოფლის პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად - "ჩვენ პროდუქტს პირდაპირ გლეხებისგან ვიღებთ"
02-12-2015
მედიაჰოლდინგი "პალიტრა" განაგრძობს სოციალურ კამპანიას "იყიდე ქართული" [ჰეშთეგი #იყიდექართული] და კამპანიის ფარგლებში, მორიგ ორგანიზაციას წარმოგიდგენთ, რომელმაც ჩვენი ინტერესი სოფლის პროდუქციის პოპულარიზაციის გამო მიიქცია.

Soplidan.ge - საიტს, რომელმაც ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო, უკვე ბევრი მომხმარებელი ჰყავს. როგორც საიტის დამფუძნებლები ამბობენ, მათი მიზანი თბილისის მცხოვრებლებისთვის სოფლის ჯანმრთელი პროდუქტის მიწოდებაა. საიტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია ნატურალური პროდუქტის ონლაინ-შეკვეთა და მას შეკვეთილ პროდუქტს სახლში მიართმევენ. მაგალითისთვის, საიტზე იმერული ყველის ყიდვა 10.50 ლარად, სოფლის დედლის შეძენა 27 ლარად, ცაცხვისა და მინდვრის ყვავილის თაფლის შეკვეთა კი 18 ლარად არის შესაძლებელი. პროდუქციის ნუსხა, რომლის შეძენა აღნიშნული საიტიდან შეგიძლიათ, საკმაოდ ვრცელია.

საიტის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა ქალბატონია - ნინო მღებრიშვილი და ნათია ნინიკელაშვილი. მათ ეს ნაბიჯი ქართული და ნატურალური პროდუქტის პოპულარიზებისთვის და დიასახლისების დასახმარებლად გადადგეს. მათი თქმით, სოფლის ნობათის ონლაინ-შესყიდვის მსურველების რაოდენობა დღითიდღე მატულობს, ყველაფერი კი სრულიად მოულოდნელად დაიწყო.

წაიკითხეთ ვრცლად ambebi.ge-ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები