თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები“ გაიხსნა. ორდღიანი ღონისძიების მიზანი საქართველოში არბიტრაჟის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის განვითარებაა. ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ უცხოელ ინვესტორთა მოზიდვისა და მათი დაცვის კუთხით ქვეყანაში არბიტრაჟის განვითარება მნიშვნელოვანია
სპეციალისტების განმარტებით, ქვეყანაში არბიტრაჟის განვითარებისთვის საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, საარბიტრაჟო პროცესის მიმართ ნდობის ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდაა აუცილებელი. საქართველოში საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი 2013 წელს, სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივით დაფუძნდა.