YouTube-მა განახლებული პოლიტიკის შესახებ განაცხადა, რომელიც მიმართული იქნება საშიში გამოწვევებისა და ბოროტი ხუმრობების წინააღმდეგ. კერძოდ, ვიდეო-პორტალი გადახედავს საკუთარ პოლიტიკას ისეთი ვიდეოების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ასეთი ვიდეოების კატეგორიაში მოხვდება საშიში ე.წ „ჩელენჯები“, როგორიცაა, მაგალითად Tide Pod ან Fire Challenge. კომპანიის ახალი პოლიტიკა ასევე შეეხება ბოროტ ხუმრობებს, რომელთაც თავისუფლად შეიძლება გამოიწვიონ ადამიანის ფიზიკური დაზიანება. გარდა ამისა, აიკრძალება ისეთ ბოროტი ხუმრობები, რომელთაც შეუძლია ბავშვებში ემოციური სტრესის გამოწვევა. ამ აკრძალვებთან ერთად YouTube პოლიტიკას პორნოგრაფიული ან გრაფიკული ძალადობის შემცველი ვიდეოების მიმართაც გაამკაცრებს.
YouTube-ერებს ორი თვის ვადა მიეცემათ, რომ ახალი პოლიტიკის საწინააღმდეგო ვიდეოები თავად წაშალონ, ვადის გასვლის შემდეგ კი ვიდეოებიც და მათი შემქმნელებიც მკაცრი სანქციებით დაისჯებიან.