არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ცნობით, ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოების ნაწილი ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიშია. მომხმარებელი ჯის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 7 მაღაზიაში შეძენილი 10 სათამაშოდან 9, დიდი ოდენობით მავნე ნივთიერებას, ფტალატს შეიცავს. ნივთიერება პლასტმასის დამარბილებელია, იგი საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტექნიკური დანიშნულების რბილ პლასტმასებში. არასამთავრობო ორგანიზაციამ ბაზრის კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განახორიელა. სათამაშოებში აღმოჩენილი მავნე ნივთიერებების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის მაღაზიებს, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს. მათ შორის ეკონმიკის სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტებს.