ერთერთი პირველი, რაც დედის რძის გარდა ბავშვის კვებას ემატება ფაფაა, რომლის მიცემაც ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვისთვის 4 თვიდან, ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის კი 6 თვიდან იწყება. აქაც გასათვალისწინებელია, რომ ფაფა არ იყოს ძროხის რძეზე დამზადებული, საუკეთესო გამოსავალი უკვე მზა ფაფებია, რომელიც აფთიაქებში იყიდება და საკმაოდ კომფორტულია მოსამზადებლად. ის გადადუღებულ წყალს ერევა, არ ჭირდება მოხარშვა და არაფრის დამატება. აღნიშნულ ფაფებს შორისაც არის სხვაობები, არსებობს, ურძეო, რძიანი, ხილით, სხვადასხვა ბურღულის, რომელზე უნდა შევაჩეროთ ჩვენი არჩევანი და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი ყიდვისას, პედიატრის რეკომენდაციით.