როგორ უნდა მოიქცეთ მაღალი ტემპერატურის დროს - დაავადებათა კონტროლი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს - Palitra News

როგორ უნდა მოიქცეთ მაღალი ტემპერატურის დროს - დაავადებათა კონტროლი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

2019-06-07 15:10:11+04:00

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები, ხშირად და გრილი წყლით, ხშირად გავანიავოთ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა იქნება 25 გრადუსს ასცდება.

ამირან გამყრელიძის თქმით, მომატებული ტემპერატურა შეიძლება, გარკვეული დაავადებების გამწვავების რისკფაქტორი გახდეს, კერძოდ, არსებობს როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური დაავადებების გამწვავების რისკი. მისივე განცხადებით, ტემპერატურის მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულები წარმოადგენენ.