ბურღული მომზადების წინ უნდა გადარეცხოთ, დაბალი ხარისიხს ბურღულს გადარჩევაც ესაჭიროება, თუმცა ფანტელების გადარეცხვა შეუძლებელია, ამიტომ ასეთი პროდუქტი განსაკუთრებულ შეფუთვას საჭიროებს, რადგან დაცული იყოს, როგორც მწერებისგან, ასევე მტვრისა და მზის სხივებისგან. როგორი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის შვრიის შეფუთვა, ამ შეკითხვით საქართველოში ბურღულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სადისტრიბუციო და მწარმოებელ კომპანიის წარმომადგენელს მივმართეთ: ბოლო დროს პოპულარულია შვრიის ქატო და მას ძირითადად წონაში კლების მიზნით მიირთმევენ.
გაითვალისწინეთ, რომ შვრიის და ხორბლის ქატო სხვადასხვა პროდუქტებია და შესაბამისად მათი მოქმედებაც განსხვავებულია. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ შვრიის ქატო, ძალიან მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტია. ის ეფექტურია, როგორც დიეტის დროს ასევე ჯანსაღი კვების რაციონში გამოსაყენებლად. შვრიის ქატო არის შვრიის მარცვლის გარეთა გარსი, რომელიც შედგება მაგარი ბოჭკოებისგან, ცელულოზასაგნ, რის გამოც მას დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, არ შეიწოვება მარტივად და სწორედ ამიტომ შვრიის ქატო ითვება დიეტურ პროდუქტად. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ქატო იწოვს ტოქსინებსა და მავნე ნივთიერებებს და გამოაქვს ისინი. ის ძალიან დაბალკალორიული პროდუქტია.