თბილისის საკრებულომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესწავლა დაიწყო. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, შესაძლებელია მოხდეს იმ კერძო საკუთრების გამოსყიდვა ან მონაცვლეობა, რომელიც გენგეგმის მიხედვით სარეკრეაციო ზონაში ხვდება. ამასთანავე საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ცივილური განვითარებაც იგეგმება. თბილისის მიწადსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, მერიას ტრანსპორტის განვითარების გეგმის შესამუშავებლად 2019-2022 წლები განესაზღვრა. მამუკა სალუქვაძის განმარტებით, დოკუმენტი თბილისში ტრამვაის ხაზის განვითარებისა და საბაგიროების მოწყობასაც ითვალისწინებს. გენგეგმის თანაავტორის განცხადებით, თბილისის გენერალურ გეგმაში კვლავ რჩება ყოფილი სამრეწველო ტერიტორიების საკითხი. დოკუმენტის თანახმად, დედაქალაქში ყოფილი სამრეწველო ტერიტორიების ინვესტიცია-შეფასება უნდა მოხდეს.გენგეგმის მიხედვით თბილისში ტერიტორიების 20% ბუნებრივი საფრთხის მაღალი საშიშროების კატეგორიაშია.ამ ტერიტორიების ნაწილი კი უკვე კერძო საკუთრებაშია.თბილისის მიწათსარგებლობიოს გენერალური გეგმა ძალაში პირველი იანვრიდან შევა. დედაქალაქის მერიამ გენგეგმა რამნდენიმე დღის წინ დაამტკიცა. საკრებულოში კი დოკუმენტის განხილვა აგვისტოში დასრულდება.