დღეისათვის აუტიზმი, ჩვეულებრივ, 4 წლის ასაკისთვის დიაგნოსტირდება, თანაც უპირატესად მეტყველების ანალიზის გამოყენებით. მედიკოსები გვირჩევენ, სმენის შეფასებაზე გადართვას. ადრეულ ბავშვობაში ჩატარებული არაინვაზიური ტესტი სმენის ხარისხზე აუტიზმის დიაგნოსტიკას დაეხმარება - აცხადებენ სპეციალისტები. საჭიროა აკუსტიკური რეფლექსის ტესტირების ჩატარება ანუ ბგერებზე საპასუხოდ შუა ყურში წნევის ცვლილების შეფასება. ამ მეთოდით შეიძლება განისაზღვროს განსხვავებულ სიხშირეებზე რეაქციათა სისწრაფის ინდივიდუალური მგრძნობელობა. აუტიზმით დაავადებულებს უხშირესად ბგერებისადმი მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებათ, ყველაზე დაბალი ბგერებიც კი სტრესში აგდებთ მათ. გარდა ამისა, სმენა მნიშვნელოვანია მეტყველების განვითარებისთვის, რაც პირდაპირ აისახება გარშემომყოფებთან სოციალურ-ემოციურ ურთიერთკავშირზე. იმის გამო, რომ ჩვილების ტვინი მეტად პლასტიკურია, მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე ჩატარებულმა დიაგნოსტიკამ და კორექციამ შესაძლოა განვითარების ბევრი მანკიერება რეალურად აღმოფხვრას.