სამეცნიერო კვლევებით უკვე დადგენილია, რომ კორონავირუსი სხვადსხვა საგნის ზედაპირებზე მოხვედრისას რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე ცოცხლობს.
ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს და დეზინფიცირდეს ისეთი საგნების ზედაპირები, რომელთაც ხშირად ვეხებით, ესენია:
მაგიდა კარის სახელურები საკეტები დენის ჩამრთველები სამზარეულოს დახლ-მაგიდის ზედაპირები ტელეფონები კლავიატურა უნიტაზი ონკანის სახელური ნიჟარათუ საგნის ზედაპირი ჭუჭყიანია, გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით ან საპნიანი წყლით.
გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარები, რომლებიც მოწოდებული ზედაპირის დასამუშავებლად.
სადეზინფექციოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტიანი ხსნარებიც.
დარწმუნდით, რომ სპირტში ალკოჰოლის შემცველობა 70%-ზე მეტია. უმჯობესია გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი.
ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, რომ საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებისას ზუსტად დავიცვათ ის წესები, რაც მათ ინსტრუქციაშია მითითებული.