07:57
12 დეკემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
როგორ უნდა აარჩიოთ მწვანე ლობიო ისე, რომ სახლში მიტანილი უხეში არ გამოდგეს - იცოდით, რომ ამ პროდუქტის გაყინვა და მთელი წლით შენახვა შეგიძლიათ?
03-06-2019

წლის ამ სეზონზე აქტუალურია ახალი, მწვანე ლობიო. ხშირად მასაც იყენებენ აჯაფსანდალის მოსამზადებლად. ახალი ლობიო საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია, მასში ბევრი ცე ვიტამინი და ბეტაკაროტინია, რომელიც სხვა თვისებებთან ერთად უზრუნველყოფს ახალგაზრდობის შენარჩუნებას და თმის სიჯანსაღეს, თუმცა რაც უფრო ნედლია ეს პროდუქტი, მით უფრო მეტია მასში აღნიშნული სასარგებლო ნივთიერებები. ამიტომ არჩევანი ყიდვისას აუცილებლად ნედლ და ახალგაზრდა ლობიოზე უნდა გააკეთოთ, მით უფრო, რომ გვიან დაკრეფილი მწვანე ლობიო საკმაოდ უხეშიცაა. ალბათ არაერთხელ გქონიათ შემთხვევა, რომ თქვენს მიერ ბაზარში არჩეული და უკვე სახლში მოტანილი მწვანე ლობიო, მოხარშვის შემდეგ ძალიან უხეში გამოდგა,  ასეთი პროდუქტით მომზადებული კერძის მირთმევა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ გსწავლით მწვანე ლობიოს ყიდვისას გასათვალისწინებელ რამდენიმე ხერხს, რომ სასარგებლოსთან ერთად გემრიელი კერძი გამოგივიდეთ. 

პირველ რიგში გასათვალისწინებელია ლობიოს ზომა, ის არ უნდა იყოს ძალიან ფართე, უმჯობესია თუკი არჩევანს ისეთ ლობიოზე გააკეთებთ, რომელიც არ იქნება 1 სანტიმეტრზე მეტი სიფართის. ასევე გაითვალისწინეთ ლობიოს ფერიც, რაც უფრო მუქი მწვანე ფერისაა ლობიო, მითუფრო ნედლი და შესაბამისად სასარგებლოა ის. ახალგაზრდა ლობიოს ზედაპირზე არ უნდა შეიმჩნეოდეს შიგნითა მარცვლები, ამიტომ არჩევანი გააკეთეთ ისეთ პროდუქტეზე, რომელზეც თითის გასმისას არ იგრძნობა ამობურცულები. გადატეხვისას ის მარტივად უნდა ტყდებოდეს და გამოსცემდეს მკვეთრ ხმას. დაბერებული ლობიო არ გადატყდება მარტივად, გადატეხვის შემდეგ კი შესამჩნევი იქნება ძაფები, რომელიც აუცილებლად გაგიფუჭებთ კერძს.  გახსოვდეთ, რომ მწვანე ლობიო საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტია და თუ წონას უჩივით, შეგიძლიათ ხშირად მიირთვათ ის, განსაკუთრებით სეზონზე, თუმცა თუ მწვანე ლობიოს მოყვარულები ხართ, გაითვალისწინეთ, რომ გაყინულ ლობიოშიც შენარჩუნებულია სასარგებლო თვისებები. ამიტომ შეგიძლიათ  გაყინოთ და მთელი წლის განმავლობაში მიირთვათ ის.  

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები