კორნელისა და ოჰაიოს უნივერსიტეტების სპეციალიტების კვლავაში მონაწილეობდა 370 უფროსკლასელი. როგორც გაირკვა, მოსწავლეები 4-ჯერ უფრო ხშირად იღებდნენ სალათებს სკოლის სასადილოში, თუ ის დამზადებული იყო მათ მიერ მოყვანილი ბოსტნეულისგან. მანამდე სალათებს იძენდა მოსწავლეთა მხოლოდ 2 %, ხოლო ექსპერიმენტის შემდეგ მათი რიცხვი 10%-მდე გაიზარდა.
ცინცინათის სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ჰოსპიტლის სპეციალისტებმა ასევე გამოიკვლიეს, თუ როგორ შევაჩვიოთ ბავშვები სწორ კვებას ადრეული ასაკიდან. მათ შეიმუშავეს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებამდე განკუთვნილი პროგრამა: ისინი, ვინც სკოლის სასადილოში სასარგებლო პროდუქტს შეიძენდა, ღებულობდა მცირე პრიზს. მეცნიერების მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა.