დედამიწაზე მრავალი ზღვაა და ყველას თავისი სახელი ჰქვია. მაგრამ ალბათ, თქვენც გიფიქრიათ, თუნდაც ერთხელ, როგორ შეურჩიეს მათ ეს სახელები, მაშინ როდესაც ზოგს საკუთარი სახელწოდება სულაც არ შეეფერება. მაგალითად, შავი ზღვა, ისიც ჩვეულებრივი ლურჯი ფერისაა, მაგრამ ზამთარში როცა ცივი ქარები ქრიან, იღუშება, წყლის ზედაპირი მუქ ფერს იღებს და უზარმაზარი ტყვიისფერი ტალღები გრუხუნით ეხეთქება სანაპიროს. ამიტომაც დაარქვეს მას შავი ზღვა.