როგორ შეხვდნენ სხვა ქვეყნები შობა-ახალ წელს მიმდინარე რეგულაციების ფონზე
2 ნიუ იორკი ქალაქი სადაც შობა- ახალი წელი ყოველთვის განსაკუთრებულია, წელს როკფელერის ნაძვის ხის ტერიტორია ჯებირებით და პოლიციითაა გარშემორტყმული, რადგან ხალხმრავლობა აკრძალულია, მსურველებს ტერიტორიაზე მხოლოდ 5 წუთის გატერების უფლება აქვთ და ადამიანების რაოდენობის ზღვარი ნაძვის ხესთან გახლავ 4,
3 ულამაზესაი განათებებით მორთულ იტალიაში წელს საშობაო ბაზრობები არ გაიმართება. ქვეყანაში 22 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა იკრძალება, რის გამოც წელს იტალიელები შობას ტაძარში ვერ შეხვდნენ.
4 საფრანგეთში შობის დღესასწაულის გამო შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა
BBC-ის ინფორმაციით, შემდეგ დღეებში ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან დილის 07:00-მდე ძალაში დარჩება, 15 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით მაღაზიები, თეატრები და კინოთეატრები გაიხსნა თუმცა სკოლები, ბარები და რესტორნები კვლავ დახურული რჩება.
5 პანდემიის გამო გერმანიაში ახალი წლისა და შობის დღესასწაულებზე ბარები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები დახურული იყო
1 დეკემბრიდან ქვეყანაში ერთ სივრცეში შეკრების საშუალება მაქსიმუმ 5 ადამიანს აქვს, თუმცა დღესასწაულების პერიოდში 10 ადამიანის შეკრების უფლება დაუშვეს
გერმანიაში წელს საშობაო ბაზრობები და მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება.
6 ეპანეთი
ესპანეთში შობისა და ახალი წლის დღეებში რესტორნები და ბარები ღია იყო, თუმცა მაგიდებს შორის დისტანცია მაქსიმალურად იყო დაცული. ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ტრადიციული „სამი მეფის ფესტივალი“, რომელიც 5 იანვარს მასშტაბური მსვლელობის მოწყობას გულისხმობს, წელს არ გაიმართება.
შობის დღესასწაულზე ერთად შეკრება მაქსიმუმ 10 ადამიანს შეეძლო.
7 ნიდერლანდები
დეკემბერში მკაცრი ლოქდაუნის გამო. სავაჭრო ობიექტები, კინოთეატრები, და სკოლები დაიხურა, ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს მარტის შუა რიცხვებამდე თავი შეიკავონ მოგზაურობისგან. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამი დღის მანძილზე შეზღუდვები შემსუბუქდა. მაგალითად, თუ აქამდე მხოლოდ ორი სტუმრის მიღება შეიძლებოდა, ახლა უკვე სამი სტუმარის მიღებაა შესაძლებელი.
8 დიდი ბრიტანეთი
მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში კოვიდ-19-ის ახალი შტამი აღმოაჩინეს, ქვეყანაში შეზღუდვები უფრო მეტად გამკაცრდა. აკრძალვები შობის აღნიშვნასაც შეეხო. შობის დღეს რესტორნებში და პაბებში მხოლოდ გატანის სერვისი მუშაობდა, დღესასწაულებზე დასაშვებია ე.წ. „საშობაო კლასტერები“, რაც იმას ნიშნავს, რომ სამ უახლოეს ოჯახს შეუძლია ერთად შეკრება. ეკლესიებშიც და გარე სივრცეშიც თუმცა აკრძალულია სხვა „კლასტერის“ წევრებთან შერევა. მოქალაქეებს მოუწოდებენ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ დღესასწაულებზე.
1) რაც შეეხება ჩვენს ქალაქს თბილისს წლევანდელი ულამაზესი საახალწლო ნაძვის ხე, რომელსაც როკლფელერის ნაძვისხეს ამსგავსებენ შარშანდელი ნაძვისხის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელმაც წინა წელს მასიური უკმაყოფილება გამოიწვია წელს მისი განახლება და ანთების ღონისძიება მერიას 209,000 ლარი დაუჯდა, გადაადგილების შეზღუდვა 21 საათის შემდეგ კვლავ მოქმედებს თუმცა შობა დღეს ისევ გამონაკლისს დაუშვებენ.
2) პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ლენო რექორდსი კვალავ განაგრძობს ხელოვანების მარდაჭერას, ეს სივრცე გახდა ტაძარი მათთვის ვისაც მუსიკა აერთიანებს, ეს არის ნათელი მაგალითი რომ თუ წესებს ვიცავთ ასეთ მასშტაბურ სივრცეებსაც შეუძლიათ ფუნქციონირება, არცერთ გამართულ აქტივობას არანაირი გართულება არ მოჰყოლია, ახლახანს ლენო რექორდსმა საქველმოქმედო მარათონი მოაწყო მუსიკოსების მხარდასაჭერად ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა
3) ახალი წლის სუფრას ალბათ როგორც გემრიელი კერძები კოკა კოლაც განსაკუთრებულად ამშვენებს, თითქოს ერთგვარი ტრადიციაა, თუმცა მისი შექმნის ისტორია ბევრისთვის უცნობია, ამიტომ ვნახოთ სიუჟეტი თუ როგორ გაჩნდა კოკა კოლა ჩვენს ცხოვრებაში
4) ასეთი გახლდათ დღევანდელი გადაცემა, იმედია დრო საინტერესოდ გაატარეთ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს დავიცვათ წესები. დავურეკოთ მათ ვინც გვენატრება, ჩავიფიქროთ სურვილები, გავიღიმოთ როცა არ გვეღიმება, სწორად ჩვენ ვცვლით სამყაროს უკეთესობისკენ ჩვენივე ემოციებით, მე ბედნიერ დღეებს გისურვებთ და დროებით გემშვიდობებით !