15:54
7 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
როგორ შეიცვლება პენსია საქართველოში - რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი
29-05-2020

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა. კანონპროექტი პენსიის ინდექსაციას გულისხმობს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოში 2020 წლის აპრილის მდგომარეობით ასაკით პენსიონერი 770 ათას 300-ია, რომელთა პენსიაც 220 ლარს შეადგენს. 2020 წლის ივლისიდან 70 წლის ზემოთ პენსიონერებისათვის დაგეგმილია დამატებით 30 ლარიანი ზრდა.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, 2020 წელს მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული სახსრები 2 მილიარდ 300 მილიონ ლარს აღწევს. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება, თუმცა ოდენობა განსხვავებული იქნება 70 წლამდე და 70 წელს ზემოთ მყოფი ასაკის პენსიონერებისთვის.

კერძოდ, 70 წლამდე ყველა პენსიონერი ყოველწლიურად მიიღებს პენსიის ზრდას წელიწადში მინიმუმ 20 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის მინიმუმ 25 ლარით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
nana
30-05-2020
იქნებ საპენსიო ასაკი გადაგეხედათ,ან თუნდაც 55 წლიდან 60 წლამდე დაუსაქმებელი პირებისთვის (დასაქმებული ხელფასს ღებულობს) პენსიის 50 პროცენტი.ჩვენ ხომ ყველაზე მზრუნველი და ჰუმანური მთავრობა გვყავს.
სხვა სიახლეები