NDI-ს გამოკითხულთა უმეტესობის განცხადებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი ოჯახის მდგომარეობა არ შეცვლილა. გამოკითხულთა 17 % აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 26 %-ს თქმით, გაუარესდა. NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
ასევე იხილეთ:
გამოკითხულთა 72%-სთვის მისაღებია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი - NDI-ის კვლევა