23:13
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
როგორ შეიცვალა მიკროსაფინანსო ბაზარი ერთ წელიწადში
11-05-2020

2020 წლის პირველი კვარტალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 18 მილიონ 462 ათასი ლარის მოგებით დაასრულეს. მაშინ როდესაც, 2019 წლის პირველი კვარტალი საფინანსო ბაზრის ამ სექტორმა 37 მილიონ 464 ათასი ლარის ზარალით დახურა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე 43 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც 18 ერთეულით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.

ამავე მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში მისო-ებში სულ დასაქმებული იყო 4 ათას 202 ადამიანი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 ათას 225.ამავე პერიოდში შემცირდა მიკროსაფინანსოების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მთლიანი სესხების მოცულობაც.

ანგარიშგების მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში მისო-ების მიერ გაცემული იყო მილიარდ 113 მილიონი ლარის, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მილიარდ 122 მილიონი ლარის სესხი იყო გაცემული.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები