ფრანგული კომპანია Louis Vuitton-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ კორონავირუსის შედეგად, 30 მილიარდი დოლარი დაკარგა.
ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება. გამოცემის ცნობით, ეს არის მაქსიმალური თანხა, რომელიც ერთმა ადამიანმა დაკარგა. არნო „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში მე-4 პოზიციაზეა.
ახალი კორონავირუსის გამო, ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირდება ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ქონებაც, რომელიც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში საქართველოდან ერთადერთია.
კერძოდ, 30 აპრილის მდგომარეობით ივანიშვილის ქონება 5 მილიარდ 200 მილიონ დოლარად იყო შეფასებული; 7 მაისის მონაცემებით კი - 5 მილიარდ 170 მილიონი დოლარია. შესაბამისად, ბოლო 1 კვირის განმავლობაში მისი ქონება 30 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6 მილიარდ 400 მილიონ დოლარს შეადგენდა.