მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. Bloomberg-ის ინფორმაციით, Amazon-ს დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება 193 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ერთადერთია, ვინც მილიარდერთა რეიტინგებში გვხვდება. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება 5 მილიარდ 45 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
ამასთან, „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგის თანახმად, წლის განმავლობაში ივანიშვილის ქონება 25 მლნ დოლარით არის შემცირებული.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.