მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს, მაგრამ იცოდით, რომ ადამიანებს ვაქცინაციით ზოგჯერ დაავადებისგან არა მარტო საკუთარი თავის, არამედ სხვისი დაცვაც შეუძლიათ?გადამდებ დაავადებებს გასავრცელებლად ადამიანიდან ადამიანზე გადადების საშუალება სჭირდებათ. თუმცა რაც უფრო მეტი ინდივიდია იმუნიზებული ჯგუფში, მით უფრო იშვიათია კონტაქტი იმუნიტეტის არმქონე ადამიანებს შორის და დაავადების გავრცელება ერთი დასნეულებულიდან ჯგუფის სხვა წევრებზე რთულდება. იმუნიტეტის მქონე ადამიანები აბრკოლებენ დაავადების გავრცელებას და ერთგვარ დამცავ ბარიერებს ქმნიან მათთვის, ვისაც იმუნიტეტი არ გააჩნია. ადამიანების რაც უფრო დიდი ნაწილია ვაქცინირებული, მით უფრო ნელა ვრცელდება ეპიდემია ჯგუფის არავაქცინირებულ წევრებს შორის, ხოლო თუ ჯგუფის ვაქცინირებული წევრების პროცენტული რაოდენობა საკმარისად დიდია, დაავადების გავრცელება შესაძლოა სრულიად შეუძლებელიც გახდეს.