Ferrero - დღევანდელი ჩვენი გადაცემა მიეძღვნება ყველაზე გემრიელ, ტკბილ და სასურველ საჩუქარს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთvის. მოგიყვებით ისტორიას თუ როგორ შეიძლება ერთი უსიამოვნო შეცდომა აქციო საშვილიშვილო წარმატებად, მსოფლიოში ცნობილ კომპანიამ რამდენიმე მილიარდიანი მოგებით. და ეს ამბავი სრულიად უბრალო კონდიტრების ოჯახში დაიწყო, იტალიის ქალაქ ალბაში მე-19 საუკუნის ბოლოს. კერძოდ კი 1898 წელს როდესაც ოჯახს მეორე შვილი - პიეტრო შეემატა. ცნობები ძმები ჯოვანისა და პიეტრო ფერეროს შესახებ არსად მოიპოვება, მხოლოდ გადმოცემით არის შენახული ისტორიები თუ როგორ განაგრძო პიეტრომ ოჯახური ბიზნესი და მისი გაფართოებისა და გაუმჯობესებისათვის ორივე ძმამ საკუთარი წვლილი შეიტანა. ერთნი ამბობენ, რომ ალბაში საკონდიტრო ანდერძით დარჩა მამისგან, მეორე მოსაზრებით ის თავად შეიძინა, თუმცა ყველაზე მთავარი აქ იწყება, პატარა საკონდიტროში.
არც ოჯახი ცხოვრობდა დიდ ფუფუნებაში და ომის შემდეგ იტალიაც განიცდიდა გარკვეული პროდუქტების დეფიციტს, რის გამოც ბევრი პატარა თუ დიდი ზომის არა მხოლოდ საკონდიტრო, სხვა სახის მაღაზიებიც დაიხურა, თუმცა პიეტრო არ აპირებდა დანებებას და ვერც შეეშვებოდა საქმეს რომელიც უყვარდა და ყველაზე კარგად გამოსდიოდა. პირველად კაკაოს დეფიციტის დასაძლევად დასჭირდა ფიქრი, როგორ შეემცირებინა პროდუქტის მოხმარება ისე რომ სულ არ ამოეღო წარმოებიდან მისი მოხმარება.