ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა, ქუჩებს, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე აჩერებენ, კიდევ ათი ქუჩა დაემატება, მათ შორის მოიაზრება წერეთლის გამზირი. მუმლაძის განმარტებით, ამ დროისთვის კი ასეთი შეზღუდვა 14 ქუჩაზეა დაწესებული. „მთავარი მიზიდვის წერტილი იდენტიფიცირებულია და ეს არის ვაკე-საბურთალოს მიმართულება. ამასთან, ერთ-ერთი არის ძველი თბილისი, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ტრანსპორტის დაკავშირება იმგვარად, რომ ეს მოსახლეობისთვის იყოს კომფორტული და აღმოვფხვრათ ის მიზეზები, რის გამოც ადამიანებმა იყიდეს ბევრი კერძო ავტომობილი. ავტომობილები შეიძინეს იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დღეს გადაადგილება პრობლემურია. ხაზები ისე არ არის დალაგებული, რომ ადამიანმა კომფორტულად იმგზავროს და საცობში არ მოხვდეს. ამის პრაქტიკა უკვე შევქმენით და ამის მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ, რობაქიძის, შარტავასა და კოსტავას ქუჩები“, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.გარდა ამისა, მისი განმარტებით, ქუჩებს, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე აჩერებენ, კიდევ ათი ქუჩა დაემატება, მათ შორის მოიაზრება წერეთლის გამზირი. მუმლაძის განმარტებით, ამ დროისთვის კი ასეთი შეზღუდვა 14 ქუჩაზეა დაწესებული.