ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო ძალები ჩაერთო. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო შტაბში განუცხადეს, სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები მონაწილეობენ.ისინი ბორჯომში დილიდან ჩავიდნენ. "სამუშაოებში ჩაერთო აღმოსავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობაში შემავალი რამდენიმე ბრიგადა", - აღნიშნეს შტაბში.