შსს ქვემო ქართლში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებიტ განცხადებასა და ვიდეო მასალას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 6 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.