შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1997 წელს დაბადებული ა.უ. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 1 შეკვრად დაფასოებული 1,8083 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.