ცუდმა ვენტილაციამ და ტემპერატურის ცვალებადობამ აბაზანაში შესაძლოა ობი გამოიწვიოს, რომელიც ვრცელდება კერამიკულ ფილებს შორის და ჭერში.
არსებობს ძვირადღირებული თანამედროვე საშუალებები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია
ობთან შებრძოლება, თუმცა გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა და არანკლებ ეფქტურ საშუალებას, სოდას და ძმარს, რომელიც ობს გაანადგურებს. შეურიეთ ერთმანეთს სოდა და ძმარი თანაბარი პროპორციით, გადააზავეთ თბილ წყალში, გაიკეთეთ ხელზე ხელთათმანი, დაიტანეთ ხსნარი ობიან ადგილზე და კარგად გაწმინდეთ.