გრიპი მწვავე ინფექციური დაავადებაა,რომელიც ხასიათდება სასუნთქი გზების ანთებით. გრიპის ვირუსის სხვადასხვა ტიპიდან უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს А ტიპის ვირუსს, ძირითადად, სწორედ ამ ტიპის ვირუსი არის გრიპის ყოველწლიური სეზონური ეპიდემიის მიზეზი.А გრიპის ყველაზე გავრცელებილი ქვეტიპებია H1N1ღორის გრიპი და ქათმის გრიპი, როელთა ინკუბაციური პერიოდი 3 დღეა. ამ პერიოდის განმავლობაში დაავადებული ასწრებს 100-მდე სხვა ადამიანის დაინფიცირებას. ყოველწლიურად გრიპით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა 200-დან 500 ათასამდეა. ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს იმუნიტეტს ვირუსის მიმართ, რადგან ვირუსი ყოველწლიურად განიცდის მუტაციას. ტიპური გრიპოზული ინფექცია იწყება ტემპერატურის მატებით 38-40 გრადუს ცელსიუსამდე, რომელსაც ახლავს მშრალი ხველა, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე, ყელის ტკივილი, სურდო. გრიპის პირველივე სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს! ბავშვებში გრიპის პირველი სიმპტომების დროს აუცილებლია, რომ
• თბილად ჩააცვით ბავშვს;• შენობაში შეინარჩუნეთ სიგრილე; 18-20 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურა;• დაატენიანთ ჰაერი და გაანიავეთ შენობა;• აუცილებელია წოლითი რეჟიმი და თბილის• სითხის ჭარბად მიღება.• მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვებში ნაჩვენებია პარაცეტამოლისა და იბუპროფენის შემცველი პრეპარატები.• პერიოდულად მარილიანი ხსნარით ცხვირის გამორეცხვა.• გრიპის პირველი სიმტომებისთანავე აუცილებელია ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება.