რაც უფრო მეტი ნამწვი აქვს ღუმელს, მით ცუდად წვავს. გარდა ამისა, ნამწვს აქვს თავისებური სუნი და გემო, რომელიც თქვენს კერძზე ძალიან მარტივად გადავა. ღუმელი თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს, მისი კარი კი - კვირაში ერთხელ. რაც უფრო მეტი ხნით გადადებთ წმენდის პროცესს, მით რთულად გასაკეთებელი იქნება ეს საქმე.
წყლით სავსე საცხობი ფორმა ან ტაფა შედგით ანთებულ ღუმელში. დააფიქსირეთ მაქსიმალური ტემპერატურა და დრო 20 წუთი. ორთქლი დაალბობს ცხიმს და მისი მოშორება უფრო ადვილი იქნება. თუ კეთების პროცესში ღუმელში ცხიმი დაეწვეთა, გამორთვის შემდეგ მაშინვე მოაყარეთ სოდა. სოდა ძალიან კარგად იწოვს ცხიმს.