ჯამში ჩავასხათ 750 მილიტრი წყალი, დავაყაროთ საფუარი და გავაჩეროთ 5 წუთი. შემდეგ დავამატოთ ორი კვერცხი, ნახევარი ჭიქა რძე, დამდნარი კარაქი და შქარი. კარგად გავთქვიფოთ. შემდეგ ცალკე ჯამში ჩავყაროთ 4 ჭიქა ფქვილი და დავამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. დავასხათ ზემოდან მეორე ჯამში მიღებული მასა და კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ ზეთიან ჯამში, გადავაკრათ სპეციალური ცელოფანი და ერთი საათი გავაჩეროთ. შემდეგ გავაბრტყელოთ მიღებული მასა და მართკუთხედის ფორმის ნაჭრებად დავჭრათ, მოვათავსოთ ზეთიანი წყლით სავსე ქვაბში. გახსოვდეთ, რომ წყლის ტემპერატურა 180 გრადუსი უნდა იყოს. შემდეგ გადმოვიღოთ, გავაციოთ და დაფქული შაქარი მოვაყაროთ. ნიუ ორლეანური ფუნთიშები მზადაა. მიირთვით გემრილად.