ქალების მიერ გამოყენებული კოსმეტიკური საშუალებები, ხშირად ტოქსიკურ კომპონენტებს შეიცავს. ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ შეიძლება აისახოს ამ მავნე კომპონენტთა ზემოქმედება ქალის ჰორმონულ ფონზე. მათ შეისწავლეს 18-დან 44 წლისასაკის 143 ჯანმრთელი ქალის შარდი პარაბენების შემცველობაზე.
საკვლევ პირებს იმავდროულად უტარებდნენ ანალიზ სესტრადიოლისა და პროგესტერონის შემცველობაზეც. შედეგებით გაირკვა, რომ პარაბენების მომატებული კონცენტრაცია შარდში პირდაპირ კორელირებდა ეს ტრადიოლის მომატებასთან. "თუ ეს ტენდენცია საბოლოოდ დადგინდება, ანუ კიდევ უფრო გამყარდება დამატებითი კვლევებით, სერიოზული დაფიქრება მოგვიწევს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს გარკვეული ქიმიური ნივთიერებები ქალებთან ზოგიერთი დაავადების განვითარებაზე, მათ შორის ესტროგენ დამოკიდებული ძუძუს კიბოს აღმოცენებაზე", - აცხადებენ კვლევის ავტორები.