როგორ მოხდება კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის დაკრძალვა - Palitra News

როგორ მოხდება კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის დაკრძალვა

2020-04-04 13:28:18+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე იმ აუცილებელ რეკომენდაციებს განმარტავს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს. მათ შორის, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, რეკომენდაციის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი უნდა დაიკრძალოს არაუმეტეს 72 საათამდე. მისივე თქმით, სასურველია არ იყოს ტრადიციული მისამძიმრებები და პანაშვიდები.