მეცნიერების მტკიცებით, ბიზონის წინაპარი, რომელიც 5 მლნ. წლის წინ გაჩნდა დედამიწაზე, ორჯერ აღემატებოდა თანამედროვე შთამომავალს. რა თქმა უნდა, რთულია 4 მეტრის, 5 ტონიანი ცხოველის წარმოდგენა, თუმცა პირველყოფილი ბიზონი სწორედ ასე გამოიყურებოდა. კლიმატის ცვლასთან ერთად, შეიცვალა ცხოველიც. მართალია, ბიზონი სწრაფად მოერგო ცხოვრების ახალ პირობებს, მაგრამ სერიზულად იზარალა მისმა გაბარიტებმა, გავრცელების არეალი კი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის მთელ კონტინენტს მოიცავდა, დღეს კანადის სამხრეთ რეგიონებითა და შეერთებული შტატების ცენტრალური რაიონებითაა შეზღუდული.