ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობა მკაცრდება. ცვლილებები შედის "სისხლის სამართლის კოდექსის" 236-ე მუხლში, რომლის მიხედვით, ერთმანეთისგან იმიჯნება სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა/შენახვა.
ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გააცნო.