იარაღის უკანონოდ შეძენასა და ტარებაზე კანონი მკაცრდება. ცვლილებებს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, პასუხისმგებლობა მკაცრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ცეცხლსასროლ იარაღს, როგორიცაა პისტოლეტი, ავტომატი და ა.შ. მკაცრდებამათი უკანონო შენახვაც. ეს აღარ იქნება ნაკლებად მძიმე დანაშაული და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ასევე იარაღის უკანონო ტარება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. შალვა ხუციშვილი. მისი თქმით, პარლამენტში გამოთქმული შენიშვნები ძირითადად სპორტული და სანადირო იარაღის შენახვასა და ტარებას ეხებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, წელიწადშიიარაღის უკანონო შენახვა-ტარებასთან დაკავშირებული 1500-მდე დანაშაული ხდება. ოპოზიციის ვარაუდით კანონის გამკაცრება გაზრდილ დანაშაულს უკავშირდება.