ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა რისკის ქვეშ აყენებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობას. მათივე განცახადებით, თანამდებობის პირთა დეკლარაციებში მითითებული ინფორმაციის სისწორეს საჯარო სამსახურის ბიურო ამოწმებს. ამ ეტაპზე კი ხელმისაწვდომია რვა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ ბიუროს განკარგულებები ცხადი კრიტერიუმების გამოვლენის გარეშე გააუქმა.