როგორ მიმდინარეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? - ხარვეზები და დაზღვევის გარეშე დარჩენილი ათასობით მოქალაქე - Palitra News

როგორ მიმდინარეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? - ხარვეზები და დაზღვევის გარეშე დარჩენილი ათასობით მოქალაქე

2017-07-25 10:34:01+04:00

1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებების შედეგად დღეისათვის აღნიშნული პროგრამით სრულად მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სარგებლობენ, დაბალი, საშუალო და მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის კი დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. როგორც სადაზღვევო ასოცოიაციაში განმარტავენ, მთავრობის პროგნოზების მიუხედავად, ახალ სისტემას კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვის ზრდა არ გამოუწვევია. დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, მიმდინარე წელს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ათასობით ადამიანი როგორც სახელმწიფო ისე კერძო დაზღვევის გარეშე დარჩა.